მდელოს ღიღილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მდელოს ღიღილო - (Centaurea jacea L.) რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა, 30 სმ-დან 1 მ-მდე სიმაღლით. იზრდება ყველგან. ყვავილები მუქი წითელია, თავმოყრილი კალათისებურად. ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე. ღალიანობა 1 ჰა-ზე — 100 კგ. ღიღილოს ყვავილობის დროს საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტი 24 კგ-ია.