მგლის პირის შეკვრა (რიტუალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მგლის პირის შეკვრა – მტაცებლისაგან პირუტყვის დაცვის წარმართული ჩვეულება. ტომარაში ჩადებდნენ გალესილ ცულს, სავარცხელსა და ფილთაქვას, მოუკრავდნენ პირს, ჭერზე ჩამოკიდებდნენ და იტყოდნენ: მგელს პირი ამ ტომარასავით შეეკრას, ცული თავში მოხვდეს, ქვა კი ყელში გაეჩხიროსო. მგლის პირის შეკვრამ შელოცვაშიც ჰპოვა გამოხატულება:
- ელითა, მელითა,
- მგელი მოდის ელვითა,
- ღმერთო, შენ შაკარ, შაბეჭდე
- მგლის პირი ნაბდითა,
- კბილი სანთლითა.
მხეცის პირის შეკვრის სხვა ჩვეულებაც არსებობდა ხალხში.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
- ს. მაკალათია, წევი, 1934, გვ. 194; მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხ. სიტყვიერების ისტორია, 1956;
- ქართული ხალხური. სიტყვიერების ქრესტომათია,. ქს. სიხარულიძის რედაქციით, I, 1956, გვ. 90.