მგელიაშვილი თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ მგელიაშვილი – დაიბადა 1948 წლის 17 ივლისს თიანეთის რაიონის სოფელ ალაჭანში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №3.19 თიანეთის საარჩევნო ოლქი, ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.