მგებრთ სუფრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგებრთ სუფრა / დედისძმათ სუფრამგებრთათვის (დედის საგვარეულოს მიცვალებულთა – დედისძმათა – სულები, რომლებიც ახალგარდაცვლილის სულს საიქიოში პირველები ეგებებიან. „მგებრნი“) განკუთვნილი კოტორის გამოცხობა და სუფრის მომზადება. მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ეს წეს-ჩვეულება გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში. როდესაც მომაკვდავი აგონიაშია, იტანჯება და სიკვდილიც აგვიანებს, მთიელთა რწმენით, მისი განთავისუფლება სწორედ მგებრებს შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში იტყვიან: „დედისძმათ სუფრას“ კითხულობსო. დედის მხრივ ბიძის ოჯახი გამოაცხობს კოტორს, გაამზადებს სუფრას და სულთმობრძავის ოჯახში მიიტანს. კოტორს მომაკვდავის თვალწინ დაჭრიან და „ეშმაისა და გაბურის“ ეტყვიან: „შეუნდოს შენ მგებრთ, შენ დედისძმათ, გზა გაგაღებიონ“. მგებრებს კი ასე მიმართავენ: „ნუღარ სტანჯავთ, თურა ცოდვა უქნი, გზა გაჸღებიეთ“, ან „შეუნდოს თურა წესი დისწულ-დედისძმისი, მიეცით გზაჲ, თურა ცოდვა უქნავ, ნუღარ სტანჯავთ“.

ფშავში მიცვალებულის სახელზე გამართულ ხარჯებში წრეხაზებით დაჭრელებულ მოგრძო ფორმის „მგებრთ ქადას" ახცობდნენ.


ლიტერატურა

  • დ. გიორგაძე. წარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 137-144;
  • ნ. აზიკური. კოტორი, როგორც რიტუალური პური თუშეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 221;
  • გ. კოპალეიშვილი. „სამზეო“ და „სულეთი“ ფშაველ-ხევსურთა წარმოდგენების მიხედვით // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 210;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 102-103.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები