მახნიაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით მახნიაშვილი – დაიბადა 1973 წლის 8 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ წალასყურში.
განათლება – საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი (1998).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებაში.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2006-2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.