მახარაშვილი ჯონდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯონდო მახარაშვილი – დაიბადა 1969 წლის 23 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1995). სამხედრო სამსახური (1987-89).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა კონტროლის პალატაში (1997-2001);
- კერძო ბიზნესი (2001-2007).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2007-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.