მახათური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახათური − მახათური გურიასა და ქვემო აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში იყო. მას სასიამოვნო ტკბილი გემო ახასიათებდა. იგი მაღლარების სახით შუა და ქვემო გურიის სოფლებში, აგრეთვე, ქობულეთის რაიონში - გურიის მოსაზღვრე ადგილებში იყო წარმოდგენილი.

გადმოცემებით, ყურძენს ხშირად ვაზებზე ახალწლამდე სტოვებდნენ. როგორც ვაზზე დატოვებული, ისე აკიდოების სახით შენახული ყურძენი მთელი ზამთრის განმავლობაში კარგად ნარჩუნდებოდა. გარდა ამისა, მისგან ღვინოს ამზადებდნენ. მახათურა გურიაში, როგორც ხალისიან სასმელად, კარგი შენახვის უნარის მქონედ და ტრანსპორტაბელურ ღვინოდ ყოფილა ცნობილი. ღვინო ტიკებით ხანგრძლივად მგზავრობის შემთხვევაშიც კი არ ილახებოდა. ამდენად, მახათური სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში იყო.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები