მაშიკული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაშიკული, სალოდე – შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებისა და გალავნების ზედა ნაწილების შვერილებში ქვის დასაშენად მოწყობილი, ზემოდან და გვერდებიდან დაფარული ჰორიზონტალური ხვრეტი. მას შემდეგ, რაც თავდაცვითი საბრძოლო მნიშვნელობა დაკარგეს, დეკორატიულ-კონსტრუქციულ ელემენტად იყენებდნენ სამოქალაქო და საკულტო შენობებში.