მაშვირშაქვ იყაწოუ არხვრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაშვირშაქვ იყაწოუ არხვრა (მაშοჷ რშაქο იყაწოუ არხοრა) - აფხ. სხეულის დაზიანება გაუფრთხილებლობით. სხეულის დაზიანების შემთხვევაში მედიატორები ითვალისწინებდნენ, სხეულის რომელი ნაწილი იყო დაზიანებული. სწორედ ამის შემდეგ ადგენდნენ სისხლის ფასს დაზარალებულის სასარგებლოდ. დამნაშავეს ქონებრივი კომპენსაცია ეკისრებოდა.