მაღრაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე – დაიბადა 1962 წლის 28 ივნისს თბილისში. — პოეტი, მრავალი კრებულის ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი (1984).

სარჩევი

სამუშაო გამოცდილება

  • გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, მთავარი რედაქტორის მოადგილე (1991-1992)
  • ჟურნალ „ცისკრის“ რედაქცია, მთავარი რედაქტორი (1992)
  • საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრი (1992-95);
  • მე-5 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2000): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

პოეტი

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ბავშვობის ასაკში, მე-7 კლასში სწავლისას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს კულტურის მინისტრი. არის საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „გულო, ჩადექ საგულესა” (1984), „მარულა” (1987), „შანდლის ასული” (1990), ლექსები (1994), „გახუნებული აფიშა” (1998), „მეფური ნაკლი” (2001), „ნიკალა” (2002), „შალვე” (2004), „ქარი ფოთლების ბილეთს არიგებს” (2006), „შეჩერდი, წამო!” (2008), „შენთვის” (2008).


* * *
ის მიდის ჯვარზე ერთი პერანგით
− ჯვარს აცვი! − ისმის ანჩხლი კიკინი
და მოსროლილი ვით ბუმერანგი
ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით.
ირევა ხალხი, როგორც ამინდი,
ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი,
მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი,
ის მიდის ჯვარზე ერთი პერანგით.
ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს
უსაფრთხოება მიაქვს კეისრის,
ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ,
ხან საკუთარი აირვეისით.
და საფინანსო გაწეულ რისკებს
თან გაკოტრების ახლავს შიშები,
მივალთ... მივდივართ... მივიმღერთ ჯვრისკენ,
ჩვენი საბანკო ანგარიშებით.
იერუსალიმს აღდგომა მოდის,
დელეგაციის საუბარს ვისმენ,
− ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს -
და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ.
ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით.

სახელმწიფო ჯილდოები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები