მაღალი წნევის პოლიეთილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღალი წნევის პოლიეთილენი – (დაბალი სიმკვრივის) პოლიეთილენის ერთ-ერთი სახეობაა. იგი ყველაზე მეტად გავრცელებული შესაფუთი მასალაა. დაბალი კრისტალურობის გამო არსებობს მოქნილი და რბილი პოლიმერი. მიიღება ეთილენის პოლიმერიზაციით ავტოკლავებში ან მილისებრ რეაქტორებში [სიმკვრივე – 900-939 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – 103-110°С; დრეკადობის მოდული – 900-2150 მპა (სიმკვრივის მიხედვით)]. იწვის მოლურჯო ნათელი ალით დნობითა და ანთებული პოლიმერის ჩამოღვენთით. წვისას ხდება გამჭვირვალე. ეს თვისება შენარჩუნდება დიდხანს ალის ჩაქრობის შემდეგაც, იწვის კვამლის გარეშე. ცეცხლმოდებული გამდნარი წვეთები გარკვეული სიმაღლიდან (≈ 1,5 მ) იატაკზე დაცემისას გამოსცემენ თავისებურ ხმას; გაცივების შემდეგ ეს წვეთები ჩამოჰგავს მყარ პარაფინს, რბილია. თითებით გასრესისას იწვევს ცხიმის შეგრძნებას. ჩამქრალი პოლიეთილენის ბოლს პარაფინის სუნი აქვს.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები