მაღალი სიმტკიცის პლასტმასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაღალი სიმტკიცის პლასტმასი – პოლიფორმალდეჰიდი, პოლიეთერული პლასტიკი, პოლიკარბონატი, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმტკიცის ზღვარი კუმშვასა და ღუნვაზე, დიდი ცვეთამედეგობა და მაღალი ხახუნის კოეფიციენტი (ფრიქციულობა). ეს მასალები წარმატებით ცვლიან ბრინჯაოსა და ბაბიტს საკისრებსა და მილისებში, იყებენ მილების, კბილა თვლების, წევის (სანიჩბავი) ხრახნების დასამზადებლად.