მატათა მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. მოციქული მატათა

წმ. მოციქული მატათა - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. წმ. მოციქული მატათა დაიბადა ბეთლემში. იესო ქრისტეს ნათლისღების შემდეგ იგი შეუდგა ქრისტეს რჯულს და „ირაცხებოდა მის 70 მოწაფეთა რიცხვში. ქრისეტს ამაღლების შემდეგ სულიწმიდის გადმოსვლის მოლოდინში იერუსალიმის ტაძარში შეიკრიბა ეკლესიის 120 მოღვაწე. მათ უნდა შეერჩიათ 70 მოციქულთაგან ერთი, რათა შეევსოთ იესო ქრისტეს თავდაპირველი, 12 მოწაფეთა რაოდენობა, რომელიც ერთით შემცირდა იუდა ისკარიოტელის გამცემლობის გამო. პეტრემ კრებას წარუდგინა 2 მოციქული: მატათა და ბარნაბა. - მოციქულებმა ღმერთს სთხოვეს, თავად ამოერჩია წარდგენილი ორი მოციქულიდან ერთ-ერთი. წილი ყარეს, რის შემდეგაც ეს პატივი წილად ხვდა წმიდა მატათას და იგი აღირიცხა როგორც მეთორმეტე მოციქული.

სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ წმ. მატათამ დაიწყო სახარების ქადაგება იერუსალიმსა და იუდეაში, ანტიოქიასა და კაპადოკიაში. იგი წმიდა ანდრია პირველწოდებულის მესამე მოგზაურობის დროს შემოვიდა დასავლეთ საქართველოში.

ფარისევლები ყველანაირად ცდილობდნენ მის ჩამოშორებას, მაგრამ მაცხოვარს ჯერ მისთვის ბევრი საქმე ჰქონდა დაგეგმილი გასაკეთებლად და ამიტომ უეჭველი განსაცდელისაგან, თვით სიკვდილისაგანაც კი იხსნიდა ხოლმე.

ერთხელ, ციხიდან რომ გამოვიდა, წმ მატათა უჩინარი შეიქმნა გარკვეული დროის განმავლობაში და ტყუილად ეძებდნენ მისი მტრები. ხოლო მეორედ, როცა მოსაკლავად მისცვივდნენ წმიდა მატათას, მიწა გაირღვა და მისი მადევრები შიგ ჩაცვივდნენ.

ქრისტეს სახელით, წმიდა მოციქულმა მატათამ ბევრი სასწაული მოახდინა და ქრისტეს რჯულზე ბევრი მოაქცია, რისი გულისთვისაც განსაკუთრებით ვერ იტანდა იუდეის პირველი მღვდელმთავარი ანანია, რომლის ბრძანებითაც იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს წმიდა მოციქული იაკობი. წმიდა მოციქულ მატათასაც, ზოგიერთი წყაროთი, მანვე გამოუტანა განაჩენი, ხოლო ქართლის ცხოვრების მიხედვით, ასევე მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძის) ცნობითა და სხვა მრავალი წყაროს მიხედვით, მატათა მოაკვდინეს სოფ. ფსარცხაში - (დღევანდელი გონიო) და იქვეა დასაფლავებული. მისი აღსასრულის თარიღად მიჩნეულია 69 წლის 9 (22) აგვისტო. ასევე მოიხსენიება ახ. სტილით 12 ივლისს ყველა მოციქულთან ერთად.





წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები