მარჯანიშვილი კონსტანტინე (მათემატიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარჯანიშვილი კონსტანტინე (1903−1981), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. კ. მარჯანიშვილის კვლევის ძირითადი მიმართულებანია რიცხვთა თეორია და გამოყენებითი მათემატიკა. იკვლევდა რიცხვთა ადიტიურ თეორიას, ჰილბერტ-კამკეს ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემებს, მარტივი რიცხვების ადიტიურ ამოცანებს, გამოყენებითი მათემატიკის ზოგიერთ საკითხებს.
ფლობდა განსაკუთრებულ უნარს გამოეყენებინა მათემატიკური მეცნიერების მიღწევები პრაქტიკული (გამოყენებითი) ამოცანების ამოსახსნელად.