მარტიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Martio.PNG

მარტიო (ლათ. Laccaria laccata (Fr.) Berk. Et Br. რუს. Ликовица розовая)

ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი – გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ტიტველი ან წვრილბოჭკოვან-ქერცლოვანი ზედაპირით, მოწითალო-ვარდისფერი ან მოყვითალო-წითური, გაშრობისას უფერულდება. ფირფიტები სქელი, განიერი, მეჩხერი, ხორცისფერი თეთრი ნაფიფქით.

ფეხი – 3-10 სმ სიგრძისა და 0,2-1 სმ სისქისაა; თანაბარი, მოგრეხილი, ბოჭკოიანი ზედაპირით, ძირში თეთრფიფქოვანია, ქუდისფერი.

რბილობი – ქუდისფერია.

სპორები – სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 8-11 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ნესტიან ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.

შენიშვნა: გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც (var. amethystina), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები