მარგიანი აკაკი (ა. სვანელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა.სვანი, ა.სვანელი — (1891 – 1945), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. აკაკი დარისპანის ძე მარგიანი მსახურობდა სვანეთში, შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. ლექსებს ბეჭდავდა „კოლხიდაში”, „განათლებაში”, „თემში”, „სახალხო გაზეთში” და სხვა და აქვეყნებდა ფსევდონიმებით — ა. სვანი, ა. სვანელი. თარგმნიდა რუს პოეტთა ნაწარმოებებს. წერდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს. აკაკი მარგიანს „ზვიად სვანს“ უწოდებდნენ თურმე.


სამშობლოს
როს მომესმის შენი კვნესა,
მკერდს მიდაგავს ცეცხლის ალი,
და ვით შტოსა გაძარცვულსა
მძლავრად მარხევს ქარიშხალი.
სად გამტყორცნის, მე არ ვიცი,
ბედკრულს, მისი ტლანქი ძალი,
ვაჰ, რა მწარე არის ჩემთვის
ეს ცხოვრების ქარიშხალი!
ოცნების ზღვა როს ბობოქრობს,
გვირგვინს გიწნავს ჟღერა ქნარის,
ზურმუხტ მკერდზე გექარგება
სხივ-ნათელი ვარსკვლავ მთვარის!..
მაგრამ ღელვა ზღვის ყუჩდება,
ბნელში ჰქრება ნათლის თვალი...
და შენც ჩემებრ გსუსხავს, გარხევს
ულმობელი ქარიშხალი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები