მანჭკვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ManWkvala.PNG

მანჭკვალა (ლათ. Armillariella mellea (Fr.)Karst. რუს. Опёнок настоящий)

ქუდი – 3-10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი – ბრტყლად გაშლილი, ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი დაფარულია წვრილი მურა ქერცლებით; ყვითელია, მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო. ფირფიტები დაღმავალია, მოყვითალო-მოთეთრო, გადამწიფებისას მურა ლაქები უჩნდება.

ფეხი – 7-15 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, მუქბოჭკოიანი ზედაპირით, ახასიათებს ფირფიტოვანი საყელო, ქუდისკენ ღია ფერისაა, ძირისკენ – მოყავისფრო.

რბილობი – თეთრია, სოკოს სასიამოვნო სუნით.

სპორები – ელიფსისებრია, უფერული 7-9X5-6 მკმ.

იზრდება ჯგუფურად, დამპალ წიწვიან და ფოთლოვან ხეებზე, აგრეთვე ცოცხალი ხეებისა და ბუჩქების ფესვებზე, ხშირად გვხვდება სარწყავ ადგილებში, ბაღებსა და ვენახებში, შემოდგომით და ზამთრის პირას.ზოგჯერ გვხვდება ზაფხულშიც.

კარგი საჭმელი სოკოა, გამოიყენება მხოლოდ ქუდი ყველა სახით (ახალი, გამშრალი; დამუჟუჟებული). თუ სოკო კარგად არ არის მოხარშული, შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს (საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა).

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები