სგალამბრო მანლიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მანლიო სგალამბრო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანლიო სგალამბრო

მანლიო სგალამბრო – (იტალ. Manlio Sgalambro; დ. 9 დეკემბერი 1924 – გ. 6 მარტი 2014), იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი.

1955 წელს გამოქვეყნდა სგალამბროს პირველი წიგნი „მზის სიკვდილი“. მოგვიანებით მას სხვა ნაშრომები მოჰყვა: „უღმერთოების ტრაქტატი“ (1987), „მოკლედ ფიქრის შესახებ“ (1991), „თეოლოგიური დიალოგი“ (1993), „საზოგადოების ინდიფერენტულობის შესახებ“ (1994), „ნუგეში“ (1995), „ტრაქტატი ასაკის შესახებ“ (1999). „ყველაზე უარეს სამყაროზე“ (2004), „იცოდე უარესი“ (2007), „დანაშაულის შესახებ“ (2009), „მიზანთროპის შესახებ“ (2012) და სხვები.

სგალამბრო უპირისპირდებოდა მისი დროის აკადემიურ სივრცეში გაბატონებულ ფილოსოფიურ კულტურას, რომელიც, მისი აზრით, მეტისმეტად მჭიდროდ უკავშირდებოდა კროჩესა და ჯენტილეს იდეალიზმს.

ამას ეკავა მთელი კულტურული სივრცე, მე კი იმ მოწესრიგებულ, კომპლექსურ სისტემებში, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, უხერხულად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის ფიქრი destructo უფრო იყო, ვიდრე costructo. მე ნანგრევებს უფრო ვამჩნევდი, ვიდრე სილამაზეს. ეს ქცევა არც კომფორტული იყო სხვებისთვის და არც აკადემიური“ (უკანასკნელი ინტერვიუ, 2014)

სგალამბროს ფილოსოფიურ ნააზრევს ხშირად ნიჰილისტურს უწოდებენ. თავად არაერთხელ გამიჯვნია ამ დეფინიციას, თუმცა მიუღია კიდეც იგი და და დაუზუსტებია, რომ მისი ნიჰილიზმი აქტიური, „დამანგრეველია“ და არა „პასიური, ჩაკეტილი“.

ეს ხედვა ნამდვილად არის ჩემი არსების სიღრმეში. ნიჰილისტისთვის პაპი, მუსოლინი და თიხის ქოთანი ერთი და იგივეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ღირებული დანახვა არ შეუძლია. უფრო იმას ნიშნავს, რომ ნიჰილისტი ცდილობს, ანგრიოს, როგორც შეუძლია: მაგალითად, ფიქრის ჩაქუჩით.“ (უკანასკნელი ინტერვიუ, 2014).


წყარო

რა სწამს ურწმუნოს?

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები