მალაშხია შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შოთა მალაშხია – დაიბადა 1962 წლის 17 სექტემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1989).
სამუშაო გამოცდილება
- 26 კომისრის რაიონის ბინათმმართველობის მუშა (1979-1980)
- თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველო, ელშემკეთებელი (1981-1982)
- თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველო (1983)
- რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი (1989-1990)
- პოლიკლინიკა 2, ლაბორანტი (1991-1998)
- პოლიკლინიკა 2, ექიმ-ნევროპათოლოგი (1999-2003)
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015