მაკუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაკუსი – ძველრომაული ატელანების ტრადიციული პერსონაჟი. ტლანქი ბრიყვის ტიპი, რომელსაც გამუდმებით დასცინიან და წარამარა უტყაპუნებენ. ცნობილია სიუჟეტები, რომელშიც მაკუსი გამოდიოდა ხან შერისხულ-გაძევებულის, ხან კვალარეული ჯარისკაცის და ზოგჯერ ქალიშვილის როლშიც კი. მაკუსის ჩვეული ნიღაბია – მელოტი, გრძელი ცხვირი და ვირის ყურები.