მაკულატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაკულატურა − (გერმ. makulatur < ლათ. maculo ვსვრი) – ვადაგასული ქაღალდისა და მუყაოს ნაკეთობანი, აგრეთვე პოლიგრაფიული და სხვა საწარმოთა ქაღალდის ნარჩენები. იყენებენ ქაღალდის ფაბრიკებში მეორეულ ნედლეულად. მაკულატურის უტილიზაციას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ის საშუალებას იძლევა, დაიზოგოს მერქნის ნედლეული და შემცირდეს მზა პროდუქციის თვითღირებულება. მაკულატურა ძირითადი ნედლეულია მუყაო-რუბეროიდის წარმოებაში.