მათიკაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით მათიკაშვილი – დაიბადა 1978 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- სს „ქართუ ჯგუფის“ იურისტი (2000)
- სს „ბანკი ქართუს“ იურისტი (2000-2006)
- სს „ბანკი ქართუს“ წამყვანი იურისტი (2006-2007)
- სს „ბანკი ქართუს“ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს რეგულირების უფროსი იურისტი (2007-2008)
- სს „ბანკი ქართუს“ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს რეგულირების განყოფილების უფროსი (2008-2014)
- სს „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილე (2014-2015)
- სს „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2015-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (17-12-2020); იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020).