მათენაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათენაური − წითელყურძნიანი ჯიშია, იცოდა საშუალო სიდიდის, თითქმის შავი ფერის მარცვალი. მეტად ტკბილი გემოთი ხასიათდებოდა და ხულოს რაიონში - სოფელ დეკანაშვილებში იყო გავრცელებული. ამპელოგრაფიული ნიშან-თვისებათა მიხედვით იგი აჭარული ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს. მათენაური წარსულში მაღლარების სახით ყოფილა წარმოდგენილი. მოსახლეობა მოსავალს ძირითადად ყურძნად იყენებდა, ზოგ შემთხვევაში შესქელებულ ყურძნის წვენსაც ამზადებდა. სოკოვან ავადმყოფობათა და მოქმედების შედეგად ამ ჯიშის ნარგავები მეტად შეიზღუდა. მაღლარად აღზრდის გამო ვაზების მოვლაც არ წარმოებს, რის შედეგადაც მათი მოსავლიანობა ცვალებადობს. ივანე ჯავახიშვილი „თეთრ მატანურს” ასახელებდა, რომელიც აჭარის რაიონებში ყოფილა გავრცელებული. დღეს მხარეში თეთრი მატანური არ გვხვდება. მათენაური სუფრის ყურძნის ჯიშია.


ლიტერატურა

სახოკია, 1985:224; რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები