მადრიდის შეთანხმებები 1887, 1891

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მადრიდის შეთანხმებები 1887, 1891 – (საიდუმლო: ესპანეთსა და იტალიას შორის ხმელთაშუა ზღვის საკითხებზე). საფრანგეთის კოლონიურმა ექსპანსიამ ჩრდილოეთ აფრიკაში შეშფოთება გამოიწვია ესპანეთში. სამთა კავშირთან დაახლოებით ესპანეთი იმედოვნებდა, ხელი შეეშალა საფრანგეთის პოზიციების გაძლიერებისათვის ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში. ესპანეთ-იტალიის მოლაპარაკებებს შედეგად მოჰყვა მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება 4.V.1847 ოთხი წლის ვადით, ესპანეთმა იკისრა, არ დაედო საფრანგეთთან რაიმე შეთანხმება (მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის თაობაზე), რომელიც მიმართული იქნებოდა სამთა კავშირის სახელმწიფოთა წინააღმდეგ. მხარეებმა შეთანხმების მთავარ მიზნად აღიარეს სტატუს-კვოს შენარჩუნება ძვალთაშუა ზღვაზე და იკისრეს ერთობლივი მოქმედება მისი შეცვლის შემთხვევაში. შეთანხმებას შეუერთდნენ ავსტრია-უნგრეთი და გერმანია. 4.V.1891; ესპანეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს მე-2 შეთანხმებას, რომელმაც 4 წლით გააგრძელა 1887 შეთანხმების ვადა. იმავე დღეს მას შეუერთდა ავსტრია-უნგრეთი. 1887 შეთანხმებას დაემატა იტალიის ვალდებულება, არ დაედო საფრანგეთთან რაიმე შეთანხმება ჩრდილოეთ აფრიკის თაობაზე, ანდა ესპანეთის წინააღმდეგ. შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ 1895 ის არ განახლებულა, რადგან ნავარაუდევი იყო ესპანეთსა და საფრანგეთს შორის შეთანხმება მაროკოს გაყოფის შესახებ (განხორციელდა 1904).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები