მადრიდის შეთანხმება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ 1891
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მადრიდის შეთანხმება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ 1891 – ხელმოწერილია სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის 1883 კონვენციის მონაწილეთა მიერ. იგი არაერთხელ იქნა გადახედილი და გადასინჯული, რის შედეგადაც შეთანხმებაში შესულ იქნა რიგი ცვლილებები და დამატებები. ბოლო რედაქცია მიიღეს 1967 სტოკჰოლმში. მონაწილეა 30-ზე მეტი სახელმწიფო. მადრიდის შეთანხმებამ გაამარტივა სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია, როცა დააწესა მათი 20 წლის ვადით რეგისტრირება ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროში. სარეგისტრაციოდ წარდგენამდე სავაჭრო ნიშნები რეგისტრირებულ უნდა იქნეს თავ-თავიანთ ქვეყნებში.