მადი-მაჲრამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მადი მაირამის ძუარი. სოფ. ცეი

მადი მაჲრამ-ი (ოს. Мады майрæм – „დედა მარიამი“) – ქალებისა და ქალური ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთი ოსურ მითოლოგიაში. მას განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ ქალიშვილები („ჩიზჯითი ბადან მადი მაჲრამი თიხაჲ“) და ახალგათხოვილი ქალები. წარსულში ოსეთის თითქმის ყველა სოფელში იყო მადი მაჲრამის სალოცავი, – დიდი ვერტიკალურად დაყენებული წმინდა ქვა, რომელთანაც ქორწილიდან რამდენიმე დღეში სალოცავად მიჰყავდათ პატარძალი. ქვასთან მიახლოების დროს უმცროსი ასაკის ბიჭები მას კენჭებს ესროდნენ და თან იძახდნენ: „იმდენი ვაჟი, რამდენიც აქ კენჭია და ერთი ცისფერთვალება გოგო მიეცი, მაჲრამ, ჩვენს პატარძალს“. წმინდა ქვასთან პატარძალს სარტყელს შეხსნიდნენ, მკერდზე ერთ ღილს ააწყვეტდნენ და სხვა მაგიური ხასიათის რიტუალებს ასრულებდნენ. აღნიშნულ ქვასთან მიჰყავდათ უშვილო და ის ქალები, რომლებსაც მხოლოდ გოგოები უჩნდებოდათ და სათანადო მსხვერპლშეწირვასთან ერთად მადი მაირამს ვაჟების „გამოგზავნას“ ევედრებოდნენ, ხოლო ახალმოლოგინებულები მადლობას უხდიდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ პარასკევს ანუ მარიამის დღეს (майрæмбон) ოსი ქალები არავითარ შემთხვევაში საკერავს ხელს არ მოჰკიდებდნენ.

მადი მაჲრამის კულტი ღვთისმშობლის თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Газданова В. С. Золотой дождь. Исследования по традиционной культуре осетин. Владикавказ, 2007;
  • Белецкий Д. В., Габоева Е. Р. Хидикусское «касутæ»: к вопросу о характере религиозных культов в позднесредневековых осетинских святилищах // Известия СОИГСИ 8 (47). 2012; *Бесаева Т. М. Родильная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Чибиров Л. А. Древние культы // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები