ლუხუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუხუმი – ლუის ლეხუმი, თუში სახალხო გმირი, რომელიც ლეკთა მოთარეშე მზირთან შეტაკების დროს კლდიდან გადაიჩეხა. მოთარეშეებს ლუხუმი მკვდარი ეგონათ და ტრადიციული წესისამებრ მარჯვენა მოაჭრეს. ლუხუმს გველმა უმკურნალა, მაგრამ განკურნების შემდეგ გზად მიმავალი ლეკებმა კვლავ შეიპყრეს და თავისი მიცვალებულის საფლავზე დაკლეს. ლუხუმის ხალხური სახე გამოიყენა ვაჟა-ფშაველამ პოემებში („ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“).

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ვაჟა-ფშაველა, და ხალხური პოეზია, 1956;
  • ა. შანიძე, ხალხური პოეზია, 1931, გვ- 35;
  • კრ. „ვაჟა-ფშაველა”, 1961.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები