ლურჯანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lurjasoko.PNG

ლურჯანა (ლათ.Cortinarius violaceus (L.: Fr.) Fr. რუს. Паутинник фиолетовый)

ქუდი – 15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი – ბრტყლად ამობურცული, ზედაპირი ქერცლოვან-ბოჭკოვანია. ფირფიტები ბრტყელი, მეჩხერი, შეზრდილია ფეხთან. სოკოს ნაყოფსხეული მთლიანად მუქი იისფერია.

ფეხი – 3-7 სმ სიგრძისა და 0,8-2 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვისებრია, ზედაპირი ბოჭკოვან-ქერცლოვანია.

რბილობი – ჯერ მოცისფროა, შემდეგ – თეთრი.

სპორები – ფართო-ელიფსისებრია, გვერდულა, ხორკლიანი ზედაპირით, მოყვითალო-მურა ჟანგისფერი ელფერით, 10-16X7-10 მკმ.

იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები