ლიქვორეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიქვორეა, (ყურიდან ცერებროსპინალური სითხის დენა) – პირველ დღეებში შესაძლოა იყოს სისხლნარევი და მხოლოდ შემდეგ მიიღოს თავისი ჩვეული, გამჭვირვალე ფერი. მისი არსებობა ადასტურებს არა მარტო ქალას ფუძის მოტეხილობას, არამედ მენინგეალური გარსის დაზიანებასაც. უმეტეს შემთხვევაში, ლიქვორეა თავისით ჩერდება და არ საჭიროებს ნაპრალის ქირურგიულად დახურვას. ყოველ შემთხვევაში, პენიცილინის ჯგუფის (Amoxiclav) ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია. მან შესაძლოა აგვაცილოს ოტოგენური მენინგეალური ინფიცირება. როდესაც დაფის აპკის დაზიანებას არ აქვს ადგილი, ლიქვორეა, შესაძლოა, ევსტაქის მილის მეშვეობით, ხახაში გადადინდეს. ამ შემთხვევაში, ქალას წინა ფოსოს დაზიანებასთან გვაქვს საქმე.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები