ლიფანალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიფანალი – მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეობა. ზემო სვანეთში იწყება ნათლისღების წინადღეს (18 იანვარს) და მომდევნო ორშაბათამდე გრძელდება; ქვემო სვანეთში კი ახალწლის (ძვ. სტილით) მომდევნო ხუთშაბათს და სწორამდე გრძელდება. ძველი რწმენით ამ დღესასწაულის დროს მიცვალებულთა სულები ახლობლების ოჯახებს ესტუმრებიან. მზადდება სხვადასხვაგვარი საკურთხი და სრულდება მაგიური რიტუალები. „ხალხის აზრით ზღაპრები მოსწონთ სულებს და ვინც კი იცის, ამ დღეებში უსათუოდ ამბობს“ (ბ. ნიჟარაძე).

დ. წერედიანი


ლიტერატურა

  • ბ. ნიჟარაძე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, I, 1962;
  • ვ. ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, 1939.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები