ლისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლისის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ლისის განაპირას, სამხრეთით, ძველ სასაფლაოზე, თარიღდება განვითარებული ფერდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,7X7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, მთელი სიმაღლით არც ერთი კედელი არ არის შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს თითო ღრმა, მრუდხაზოვანი ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთის კედელშია. ეკლესიაში დაკრძალულია თარხან-მოურავთა საგვარეულოს წარმომადგენლები.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები