ლითონის დაკბილული ფირფიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლითონის დაკბილული ფირფიტა

ლითონის დაკბილული ფირფიტა (ლდფ)ფოლადის ფურცლისგან დამზადებული 1,2-2 მმ სისქის ფირფიტა, რომელშიც ამოშტამპულია ლურსმნისმაგვარი კბილები ამოღუნული 90°-ით. ხის ელემენტების ლდფ-ზე განხორციელებული შეერთების უპირატესობაა მაღალი ინდუსტრიულობა და ნაკეთობის დაბალი ფასი. შეერთების აწყობა ხდება ერთდოულად ორივე მხრიდან წნეხის საშუალებით (წნევა 5 მპა), სპეციალიზებულ საწარმოში ან ხის გადამამუშავებელ საამქროში. ლდფ ძირითადად გამოიყენება ფიცრული წამწეების, ჩარჩოების, კარკასების, გადახურვის ფილების, საკედლე პანელების და სხვა კონსტრუქციების კვანძებისა და პირაპირების შეერთებისას. კონსტრუქციის წინასწარაწყობილი და შემადგენელ ელემენტებს აერთებენ სპეციალურ მაგიდაზე დასაწნეხი მექანიზებული მოწყობილობების საშუალებით და არ მოითხოვს რაიმე რთულ ტექნოლოგიას.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები