ლეჩერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეჩერი

1. ყურძნის წვენისა და სხვადასხვა ხილისაგან დამზადებული კერძი;
2. ბეთმეზში შერეული კვახის ნაჭრები, ბეთმეზისა და კვახისაგან დამზადებული ტკბილეული. ბეთმეზში კანგაცლილ, შავი ანდა თეთრი ჯიშის კვახის პატარ‐პატარა ნაჭრებს ჩაყრიდნენ და საბოლოო დადუღებამდე ხანგრძლივად ხარშავდნენ;
3. ყურძნის წვენში დადუღებული ბრინჯი ანდა ღომი თუ გოგრა − კვახი. ქვაბში ყურნის წვენს მოადუღებდნენ და მესამედზე დაიყვანდნენ. შემდეგ შიგ ოთხკუთხედებად დაჭრილ, კანგაცლილ წაბლა ხაპს, ცოტა ბრინჯსა თუ ღომს ჩაყრიდნენ და მოხარშავდნენ. ლეჩერს სუფთა დერგში ჩაასხამდნენ და ზამთრისთვის ინახავდნენ.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1976:26; 2015; კახიძე, 1971:16; დავითააძე, 1975:172; აჭარული დიალექტის... 1976:26.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები