ლეჟავა პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაატა ლეჟავა – დაიბადა 1972 წლის 15 ოქტომბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე (1996-2001)
- გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, იურისტი (2001-2003)
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2012-)
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №53 ვანის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე.