ლეილიდაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლეილიდაღი, ლეგლი, – მწვერვალი საქართველოში, საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე შირაკის პროვინციისა და ლორეს პროვინციის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჯავახეთის ქედზე. სიმაღლე 3196 მ. აგებულია პლიოცენ-მეოთხეული ვულკანური ანდეზიტური და ბაზალტური ლავებით. ახასიათებს ალპური მდელოს ლანდშაფტი.
წყარო
ქართული ენციკლოპედია