ლაშკოდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაშკოდია – პატარა მდინარეა ლეჩხუმში. სათავეს იღებს სოფ ნაკურალეშთან (სიგრძე 4,5 კმ.), ჩამოუდის ს. აღვს, ოყურეშს, მიერთვის ცხენისწყალს.

სახელწოდება

ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ლაშკოდია წარმოშობით სვანურია და „სარეცხ ადგილს“ ნიშნავს. მდინარის წყალი მართლაც საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ მისი სახელწოდება არც სვანურია და არც „რეცხვა“ სიტყვასთან ჩანს დაკავშირებული. იგი ნიშნავს: „კოდში ამოსული მლაშე მინერალური წყალი", „კოდის ვეძა წყალი“. ადგილის სახელი „ლაშ(ე) კოდი(ა)“ შემდგომ მდინარის საკუთარ სახელად ქცეულა. ადგილობრივ მოსახლეობაში შეხვდებით მდინარის სახელწოდების სწორ განმარტებასაც; მიუთითებენ, რომ „საიდანაც მდინარე გამოდის, იქ ყოფილა მლაშე წყლის კოდი, გამონავალა მლაშე წყალი დიდი რაოდენობით და უწოდებიათ ლაშკოდიის ღელე“. (ჩამწ. ელისო ედიშერის ასული ასათიანი).

სპეციალურ ლიტერატურაში იყო ცდა ლაშკოდიას სვანურ ლა პრეფიქსიან სახელად მიჩნევის თაობაზე (ლა-შკოდი-ა), თუმცა აშკარაა, რომ შკოდ- სვანურად არაფერს ნიშნავს. ისტორიკოსი გ. გასვიანი მხარს უჭერს ლაშკოდიის განმარტების ხალხურ ვერსიას („სარეცხი ადგილი“), თუმცა რაიმე საბუთიანობის გარეშე.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები