ლაფერის მრუდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაფერის მრუდი (Laffer curve), მრუდი, რომელიც გამოხატავს კავშირს საგადასახადო განაკვეთებსა და საგადასახადო შენატანების მოცულობას შორის, ასახავს ისეთ საგადასახადო განაკვეთს (ნულიდან 100%-მდე), რომლის დროსაც საგადასახადო შენატანები მაქსიმუმს აღწევს. ატარებს ცნობილი ეკონომისტის, მიწოდების თეორიის მიმდევრისა. ლაფერის სახელს. ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საგადასახადო განაკვეთის ნულიდან 100%-მდე ზრდის კვალობაზე საგადასახადო შენატანები გაიზრდება ნულიდან რაღაც მაქსიმალურ (M) დონემდე, შემდეგ კი იწყებს დაცემას ნულამე, ვინაიდან გადასახადების უფრო მაღალი განაკვეთი აფერხებს ეკონომიკურ აქტიურობას და, მაშასადამე, იწვევს საგადასახადო ბაზის შეკვეცას.