ლატალის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლატალის წმინდა გიორგი – სვანეთის სოფელ ლატალში ერთ ამაღლებულ ადგილზე მთავარანგელოზისა (თარანგლეზის) და მაცხოვრის (მაცხვარიშის) ეკლესიებს შორის უნდა აეშენებინათ წმ. გიორგის (ჯგრაგის) ეკლესია, მაგრამ საძირკვლის ჩაყრის დროს უპოვნიათ ვეებერთელა გველი და უთქვამთ: აქ ეკლესიის აშენება არ იქნებაო. ბოლოს გადაწყვიტეს, გაეშვათ უღელდაუდგმელი მოზვრები და, სადაც ისინი გაჩერდებოდნენ, იქ აეშენებინათ. იარეს მოზვრებმა და ერთი კილომეტრის დაშორებით ტყიან მთაზე იმ ორ ეკლესიას შორის შედგნენ. და სწორეთ ამ ადგილზე ააშენეს ეკლესია წმ. გიორგის სახელზე, რომელიც დღემდე ურყევად დგას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები