ლანგენდეიკი პიტერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტერ ლანგენდეიკი

პიტერ ლანგენდეიკი − (ნიდერ.. Pieter Langendijk, 1683-1756), ჰოლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. სახელი გაითქვა ნაციონალური კომედიებით, სადაც ასახა ჰოლანდიის „მესამე ფენის“ ყოფა: „დონ კიხოტი კამაჩოს ქორწილში“, „მკვეხარა“, „ორმხრივი საქორწინო მოტყუება“. განსაკუთრებული პოპულარობის ნიშნად შეარქვეს „ჰოლანდიელი მოლიერი“. თავის შემოქმედებით ანვითარებდა ჰოლანდიურ სახალხო ფარსს – კლუხტას, თუმცა ამასთანავე იცავდა კლასიციზმის პრინციპებს. მისი პიესები „კრელის ლოუვენი“, „მათემატიკოსები“ დღესაც არ ჩამოდის ჰოლანდიური სცენიდან.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები