ლაზგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზგა (ლარდა) – (სვან.) ძველი საცხოვრებელი ნაგებობა სვანეთში; სამყოფი. ძირითადად ორნაირი სახის იყო. პირველი წარმოადგენდა რთულ კომპლექსს, ხოლო მეორე მარტივს, ერთშენობიანს. რთულ კომპლექსურ ნაგებობათა ანსამბლში შედიოდა: სახლი - „ქორ“, კოშკი- „მურყვამ“, საგაზაფხულო სამყოფი „ლუფხვილდ“, „კეშგ“, „გუბანდ“, ბოსელი, დერეფანი. ამ ნაგებობათა გარშემო შემოყოლებული იყო ქვითკირის ზღუდე – გალავანი „ძღვილდ“. მარტივი, ერთშენობიანი საცხოვრებელი მოიცავდა ერთ სახლსა და კალოს. ოჯახის წევრთა საერთო შესაკრებელს კი წარმოადგენდა ვრცელი დარბაზი – „მაჩვიბი“, სადაც დაბრძანებული იყო ოჯახის უფროსი „ქორა მახვში“ და განაგებდა სხვადასხვა საქმის გეგმაზომიერ წარმართვას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები