კუკი (თოჯინა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუკი - ძველი ქართული ხალხური თოჯინების თეატრის თოჯინის სახელწოდება. მექანიკურად. მოძრავი, მოცეკვავე. დედოფალა. სახელწოდება „კუკი“ ან „კუკა ბერძნულიდანაა ნასესხები, უკავშირდება ტერმინს „ΧούΧ λα", რაც მოთამაშე და მომღერალ თოჯინას ნიშნავ. ქართული შესატყვისია „ჭუპრა. უძველეს ხალხურ თეატრალურ სანახაობებში კუკების საშუალებით ადამიანისა და ცხოველების სახის მქონე ღვთაებრივ არსებებს გამოხატავდნენ. (ფ. ზანდუკელი)
ლიტერატურა
დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, 1948.