კუბლაშვილი გიორგი
გიორგი კუბლაშვილი – (Giorgi Kublashvili), ქართველი დიპლომატი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.
დაიბადა 26 ოქტომბერი, 1967 წელი, ქ.თბილისი, საქართველო.
განათლება:
1984-1991 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი;
1986-1988 – სავალდებულო სამხედრო სამსახური;
1993-1994 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სამართალმცოდნე;
1999-2000 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო-სამართლის ფაკულტეტი, მკვლევარი;
1997-2002 – ევროპული გამოცდილება კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით. (ყოფილი იუგოსლავია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი.);
1997-2001 – ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტების მოწესრიგების ჯგუფის ეგიდით გამართული შეხვედრები, აშშ, ესპანეთი;
2007-2020 – საჯარო ლექციები.
სამუშაო გამოცდილება:
1993-1995 – საქართველოს პარლამენტი, წამყვანი სპეციალისტი;
1995-1997 – საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახური, კონსულტანტი;
1997-2004 – საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, განყოფილების უფროსი;
2004 – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში აპარატის, განყოფილების უფროსი;
1997-2003 – მონაწილეობდა, როგორც დელეგაციის წევრი ე.წ. ცხინვალის რეგიონის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მოლაპარაკებაში;
2004-2005 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, მთავარი მრჩეველი, განყოფილების უფროსი;
2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მრჩეველი;
2006-2007 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2007-2009 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2014-2018 – „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, ლექტორი;
2012 – ავტორი, წიგნი „მსოფლიო ჯაზის ვირტუოზები“;
2016 – „დიპლომატიური კლუბის“ თანადამფუძნებელი;
2013-დან, ინტერნეტ გამოცემა „ივერია.ბიზ“ თანადამფუძნებელი;
2014-2018 – სტატიების ავტორი, ჟურნალი „ივერია“;
2018 – ავტორი, წიგნი „დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი“;
2019 – ავტორი, წიგნი „კონფლიქტი და მოლაპარაკებები“.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.