კრუსი რამონ დე ლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამონ დე ლა კრუსი

რამონ დე ლა კრუსი − (ესპ. Don Ramón de la Cruz Cano y Olmedilla, 1731-1794), ესპანელი დრამატურგი. წერდა ტრაგედიებს და კომედიებს ფრანგული კლასიციზმის სტილში. სახელი გაითქვა როგორც სარსუელას, განსაკუთრებით კი, საინეტეს შექმნის ოსტატმა. მისი ცნობილი საინეტეებია: „შობა პლასა მაიორზე“, „პრადო ღამით“, „მადრიდული სალონები“, „უიღბლო ქორწინება“, „გამასხრებული კუდაბზიკობა“, „მოდას ადევნებული ბერიკაცი“, „შურისმაძიებელი მახები“, „ბრბო ლავაპიეს ქუჩიდან“, „მსოფლიოს ჰოსპიტალის მონახულება“, „თეატრი შიგნიდან“ (და სხვ.). ეს საინეტეები ძალზედ პოპულარული იყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში და დღესაც ჰყავს უამრავი თაყვანისმცემელი. კრუსის სახელთან არის დაკავშირებული სარსუელას, ამ ყოფითი მუსიკალური კომედიის აღორძინებაც: „მომკელი ქალები ვალიეკასიდან“, „გლეხის ქალები მურსიიდან“, „ფარფულია ლიცენციანტი“ (და სხვ.). იგი წერდა, აგრეთვე, სარსუელასთან ახლო მდგომ ტონადილიებს.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები