კრამიტი მონტერეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრამიტი მონტერეი – კლასიკური ტიპის მეტალოკრამიტი, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს ტრადიციული კერამიკული კრამიტის ფორმას. მზადდება მოთუთიებული ფოლადის ფურცლისაგან, რომელიც ორმხრივად დაფარულია პოლიმერით. საერთო სისქეა 0,4-0,6 მმ. ISO-ს სტანდარტით სისქის ცვალებადობა არ უნდა აღემატებოდეს 0,05 მმ. ზედაპირის დაფარვისათვის გამოიყენება პოლიმერები: პოლიესტერი, პლასტიზოლი, პურალი და აკრილი (პოლივინილფთორიდთან ერთად).