კოპო ჟაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ კოპო

ჟაკ კოპო − (ფრანგ. Jacques Copeau, 1879-1949), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე.

1913 წ. დააფუძნა თეატრი „ვიიო კოლომბიე“ („ძველი სამტრედე“, პარიზი). იგი ებრძოდა კომერციული თეატრების ბანალურობას და ცდილობდა შეექმნა პოეტური, ფილოსოფიური სპექტაკლები. მან უარყო ნატურალიზმი და მიმართა პირობით თეატრალურ ხერხებს. სტუდიურმა ატმოსფერომ, სერიოზულმა რეპერტუარმა განაპირობა თეატრის წარმატება. კოპო ბრწყინვალედ ფლობდა სცენურ მეტყველებას, ერთნაირი ძალით შეეძლო გადმოეცა რასინის დახვეწილობა, მიუსეს ლირიზმი, ფარსის მჩქეფარე სტიქია. დაწერა პიესები „დილის ბურუსი“, „განმარტოებული სახლი“, „მშობლიური სახლი“ (და სხვ.), სტატიები ლიტერატურასა და თეატრის შესახებ. იგი არის XX საუკუნის ფრანგული რეჟისურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები