კონფიგურაცია (გეომეტრიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონფიგურაცია გეომეტრიაში – წერტილთა, წრფეთა და სიბრტყეთა სასრული სიმრავლე, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ურთიერთ ინციდენტურობის დამოკიდებულებით. კონფიგურაცია შეიძლება იყოს როგორც ბრტყელი, ისე სივრცითი.

ბრტყელი კონფიგურაცია − სიბრტყეზე წერტილთა p და წრფეთა α სასრული სისტემა, რომლებიც ისე არიან განლაგებულნი, რომ სისტემის ყოველი წერტილი ინციდენტურია ამ სისტემის წრფეთა ერთი და იგივე γ რიცხვისა, ხოლო ყოველი წრფე ინციდენტურია ამ სისტემის წერტილთა ერთი და იგივე π რიცხვისა.

სივრცითი კონფიგურაცია − წერტილთა და სიბრტყეთა ისეთი სასრული სისტემა, რომ სისტემის ყოველი წერტილი ინციდენტურია ამ სისტემის სიბრტყეთა ერთი და იგივე რიცხვისა, ხოლო ყოველი სიბრტყე ინციდენტურია ამ სისტემის წერტილთა ერთი და იგივე რიცხვისა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები