კონუსური ხარისფაშვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონუსური ხარისფაშვა

კონუსური ხარისფაშვა, ლათ. Morchella conica Fr., რუს. Сморчок конический

ქუდი – 8 სმ-მდე სიმაღლისა და 5 სმ-მდე სიგანისაა; კონუსის ფორმისაა, ზოგჯერ კვერცხისებრიც; ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებრი ნაოჭებით, რომელთა შიგნითაც მეორადი ტიხრებია განვითარებული; კიდეები მთლიანად შეზრდილია ფეხთან; მოყვითალო-მურაა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრული ზომის 200-250X15-20 მკმ. ჩანთებისაგან, თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა.

ფეხი – ცილინდრულია, ფუყე; მოთეთრო.

სპორები – ზომით 18-20X10-15 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, უფრო ხშირად ერთეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში გაზაფხულობით.

გამოყენება – პირობითად საჭმელი სოკოა, მოხარშვამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და მდუღარე წყალში გათუთქვა 5-10 წთ-ის განმავლობაში. წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები