კონუსისებრი სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონუსისებრი სახურავი (ინგლ. conical roof) – სახურავის სახეობა, რომლის ფუძე წარმოადგენს იდეალურ წრეს, ხოლო ზედაპირი – სწორ კონუსს, რომლის წვეროს მდებარეობა ფუძის წრის ცენტრს ემთხვევა. კონუსისებრი სახურავი იშვიათად ხურავს მთელ შენობას, ამიტომ იგი ძირითადად არქიტექტურული პროექტის (სახურავის) ნაწილია. ასეთი სახურავის მზიდი კარკასის ასაგებად გამოიყენება ხის ან ლითონის ღეროები, რომლებიც ერთ წერტილში (კეხში) იყრიან თავს.
კარკასის ძირითადი ელემენტებია: მაუერლატი, შემკოჭი, დგარი, ნივნივი და მოლარტყვა. კარკასის დასრულების შემდეგ მასზე ეწყობა შეფივრა, ჰიდროიზოლაცია (საჭიროების შემთხვევაში თბოიზოლაციაც) და საბურულე მასალა [ფოლადის (ან სპილენძის) ფურცელი, ბიტუმის (ან კომპოზიტური) კრამიტი და სხვა.