კონსტანტინე II (ლიხთ-იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე II – ლიხთ-იმერეთის მეფე 1396-1401 წლებში.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი I-ის დაღუპვის შემდეგ მეფის მა კონსტანტინე და ძმისწული ალექსანდრე, მეფის ძე დიმიტრი ოთხ წელიწად ლტოლვილობაში იმყოფებოდნენ, ვამეყ დადიანის გარდაცვალების შემდეგ, 1396 წელს „შთამოიყვანეს იმერთა კონსტანტინე, ძე ბაგრატისა და ყვეს მეფედ“. კონსტანტინე მეფის მცდელობას დადიან-გურიელის და სვანეთის შემომტკიცებისათვის წარმატება არ მოჰყოლია. მეფე უძეოდ გადაეგო 1401 წელს. იმერეთის ტახტის მემკვიდრე დარჩა ალექსანდრე მეფის ძე დიმიტრი, ძმისწული კონსტანტინე, რომელიც ამაოდ ეძებდა მეფობას. საქართველოს მეფე გიორგი VII-მ მამია დადიანის დახმარებით შეიპყრო დიმიტრი და თვითონ ეუფლა იმერეთს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები