კონიუნქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონიუნქტურა - (conjuncture, <ლათ. conjyngere შეკვრა, დაკავშირება, შეერთება),

  1. ნიშნების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია გარკვეულ პერიოდში ეკონომიკის მდგომარეობისათვის;
  2. ურთიერთდაკავშირებული პირობების ერთობლიობა, ჩამოყალიბებული ვითარება.

ბაზრის კონიუნქტურა

ბაზრის კონიუნქტურა დროის გარკვეულ პერიოდში კონკრეტულ ადგილზე ჩამოყალიბებული საქონლის რეალიზაციის სოციალურ-ეკონომიკური, სავაჭრო ორგანიზაციული და სხვა პირობები. დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთაგან ძირითადია: მომხმარებელთა ფულადი შემოსავლები, საქონლის ფასები, სასაქონლო რესურსების, მათ შორის, სასაქონლო მარაგის მოცულობა და სტრუქტურა.

კონკრეტული ბაზრის კონიუნქტურის დახასიათებისას ყურადღება, პირველ ყოვლისა, ექცევა მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსირების ხარისხს (დონეს). კონიუნქტურის შესწავლა გულისხმობს სისტემატურ დაკვირვებას ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების არსებულ და შესაძლო გადახრებზე. მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობიდან გამომდინარე, განასხვავებენ ხელსაყრელ და არახელსაყრელ კონიუნქტურას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები